ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia- ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განუცხადა, გეგმავენ სექტემბრისთვის „ტოტოს ლავანდების“ ასორტიმენტს საპნის ხაზი დაუმატონ, რომელიც ლავანდის ეთერზეთებისგან დამზადდება.
„ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს ლავანდის ეთერზეთების, ლავანდის დისტილირებულ წყალს, საშეებს (გარდერობში დასადები ბალიშები), ასევე როლერებს, რომელიც ლავანდისა და წიპწის ზეთითაა დამზადებული და საფეთქლებზე წასასმელად გამოიყენება, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შესანიშნავია, ასევე, ძილის პრობლემების, ინსომნიის დროს. ასევე ვაწარმოებთ მასაჟის ზეთებს“, - ამბობს ნინო სანიკიძე.
„ტოტოს ლავანდების“ ასორტიმენტში ასევე არის სხეულის მოვლის საშუალებები: სკრაბი, ლავანდის წყალი. ასევე 2024 წელს „ტოტოს ლავანდების“ პროდუციას დაემატა დეკორისა და აქსესუარების ხაზი, რომელშიც შედის სურნელოვანი სანთლები, კერამიკის დეკორატიული ნივთები, ლავანდის ანაბეჭდით კერამიკის ნაწარმი, ნაქსოვი ლავანდები და სუვენირები.
როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესში მუდმივად ახდენენ რეინვესტიციას და ცდილობენ გაზარდონ წარმოება და ლავანდის ზოლების ფართობი.
„ყველაზე მოთხოვნადია სხეულის მოვლის პროდუქტები, საშეები. ამ ყვავილობაზე როცა დეკორისა და სუვენირების ხაზი შემოვიტანეთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში“, - ამბობს ნინო სანიკიძე.
„ტოტოს ლავანდების“ პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით იყიდება.
„ტოტოს ლავანდები“ საგურამოში 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ეს არის ოჯახური ბიზნესი, თუმცა ლავანდების რთვლის დროს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
7 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა