TotalEnergies-მა (TTE) ორშაბათს განაცხადა, რომ გაყიდა West Burton Energy-ის 50%-იანი წილი, რომელიც ივნისში შეიძინა, აქტივის ნახევრის გადაყიდვის გეგმით, EPH-ის ბრიტანულ შვილობილ კომპანიაზე. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველკირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გამჟღავნებულა. West Burton Energy ფლობს 1.3 გიგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურს და პატარა ბატარეის შესანახ სისტემას ნოტინგემშირში. სადგური არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბრიტანეთში და აწვდის ელექტროენერგიას დაახლოებით 1.8 მილიონ ოჯახს. სადგურს TotalEnergies-ისა და EPH-ის ერთობლივი საწარმო მართავს.
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე