დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი

24-11-2023 17:54:42

„ლი­ბერ­თის ახა­ლი კამ­პა­ნია #ჩვე­ნი­ა­ნი და პირ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი პა­სუ­ხობს ბან­კის ახალ სტრა­ტე­გი­ას და მთა­ვარ მი­ზანს — ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს უნი­ვერ­სა­ლურ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის ადა­მი­ანს ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - აცხა­დებს #ჩვე­ნი­ა­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ლი­ბერ­თის სა­ცა­ლო სა­ბან­კო მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი თორ­ნი­კე კორ­ძა­ია.

თორ­ნი­კე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ლი­ბერ­თი აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­და რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის გაძ­ლი­ერ­და მიკ­რო და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი და ახლა კი ბან­კის სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს სა­ცა­ლო ბიზ­ნე­სიც შე­ე­მა­ტა.

„ლი­ბერ­თის რი­თე­ი­ლის ახალ გუნდში შე­მოგ­ვი­ერ­თდა ძა­ლი­ან ბევ­რი და ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. შე­იქ­მნა ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და ისე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შექ­მნი­ლი და შე­თა­ვა­ზე­ბის პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. დავ­ნერ­გეთ ახა­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო სის­ტე­მე­ბი, შე­მო­ვი­ღეთ ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი და იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით.“- აცხა­დებს თორ­ნი­კე კორ­ძა­ია.

მისი თქმით, #ჩვე­ნი­ა­ნი არის ერ­თგვა­რი ფი­ლო­სო­ფია და და­პი­რე­ბა, რო­მელ­საც ლი­ბერ­თი

თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის შე­ას­რუ­ლებს. ლი­ბერ­თის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან.

კამ­პა­ნია, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ჭრილ­ში, სხვა­დას­ხვა კონ­ტენ­ტით მთე­ლი მომ­დევ­ნო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები