გერმანიიდან იმპორტი 28%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 10%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ გერმანიიდან 768,550.13 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 629,605.94 ათასი დოლარი. გერმანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები, რომელზედაც გერმანიიდან იმპორტის 44%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:
რაც შეეხება გერმანიაში ექსპორტს, 2024 წლის რვა თვეში საქართველომ გერმანიის ბაზარზე 30,303.68 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 33,819.72 ათასი დოლარის. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა, რომელზედაც გერმანიაში ექსპორტის 13%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:
უახლესი
35 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა