დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოახდინა

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოახდინა

25-02-2025 11:00:00

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში 150,995.36 ათასი დოლარის ღირებულების 8,880.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, 2024 წლის იანვარში კი 11,892.00 ერთეული, შესაბამისად კლება 25%-ია. 

2025 წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 75%-ი აშშ-ზე მოდის. მეორე პოზიციაზე იაპონიაა, რომლის წილიც 8%-ს შეადგენს. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოახდინა:

  • აშშ - 6,675.00 ცალი ავტომობილი,
  • იაპონია - 729.00 ცალი ავტომობილი,
  • გერმანია - 352.00 ცალი ავტომობილი,
  • ჩინეთი - 343.00 ცალი ავტომობილი,
  • ჩეხეთი - 164.00 ცალი ავტომობილი.

საგულისხმოა, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 219,638.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რაშიც 3,323,596.01 ათასი დოლარი გადაიხადა. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები