მიმდინარე წელს ქვეყანაში შაქრის იმპორტი 13%-ითაა შემცირებული, რაც შესაძლოა არა მოხმარების შემცირებას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას უკავშირდებოდეს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 65,503.64 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 45,169.06 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის 7 თვეში კი ქვეყანაში 75,291.22 ტონა შაქრის იმპორტი დაფიქსირდა.
საქსტატის მონაცემებითვე, ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 30%-ი ბრაზილიაზე მოდის, ხოლო 19%-ი საფრანგეთზე.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
ბრაზილია - 19,500.00 ტონა,
საფრანგეთი - 12,569.12 ტონა,
ბელგია - 7,608.00 ტონა,
თურქეთი - 6,690.12 ტონა,
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6,000.00 ტონა.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად საქართველოში რეკორდული რაოდენობით შაქრის იმპორტი 2018 წელს დაფიქსირდა. ქვეყანამ ამ წელს 99,666.28 ტონა შაქარი იყიდა.
უახლესი