დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნაყინს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნაყინს ყიდულობს

21-06-2024 10:00:00

საქართველოში ნაყინის იმპორტი 12%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 2,669.78 ათასი დოლარის ღირებულების 470.78 ტონა ნაყინის იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,103.69 ათასი დოლარის ღირებულების 419.24 ტონა ნაყინის იმპორტი. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ნაყინის იმპორტი მოცულობების მხრივ 12,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო ღირებულებით ნაწილში 26,9%-ით.

საქართველოსთვის ნაყინის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველომ 5 თვეში 153.15 ტონა ნაყიდი იყიდა, ანუ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული ნაყინის 33%-ი.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნაყინის იმპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 153.15 ტონა,
  • უკრაინა - 152.04 ტონა,
  • სომხეთი - 52.43 ტონა,
  • რუსეთი - 28.27 ტონა,
  • საფრანგეთი - 26.64 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნაყინის იმპორტმა რეკორდს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,051.89 ტონა ნაყინი იყიდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები