დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა

25-12-2024 11:00:00

ლუდის ექსპორტი 16%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 6,600.40 ათასი დოლარის 5,475,208.81 ლიტრი ლუდი გაიტანა. 2023 წლის 11 თვეში კი ქვეყანამ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე 6,532,759.81 ლიტრი ლუდი გაგზავნა. 

ქართული ლუდისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც ქართულ ლუდის ექსპორტის 33%-ი გავიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდის ექსპორტი განახორციელა:

  • ყაზახეთი - 1,793,646.39 ლიტრი,
  • სომხეთი - 972,458.32 ლიტრი,
  • რუსეთი - 445,581.98 ლიტრი,
  • აზერბაიჯანი - 301,300.04 ლიტრი,
  • უზბეკეთი - 253,403.60 ლიტრი.

საგულისხმოა, რომ საქართველოდან ლუდის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც უცხოეთის ბაზრებზე საქართველოდან 6,940,638.33 ლიტრი ლუდი გადაიზიდა და საიდანაც ქვეყანამ 8,414.98  ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები