დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს

05-01-2024 11:00:00

საქართველოში შოკოლადის იმპორტის 14%-იანი კლება ფიქსირდება. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 15,717.74 ტონა შოკოლადი შეისყიდა, რაშიც 63,492.65 ათასი დოლარი გადაიხადა. ხოლო რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, საქართველოში 66,006.99 ათასი დოლარის ღირებულების 18,175.29 ტონა შოკო;ადის იმპორტი დაფიქსირდა.

ქვეყანაში იმპორტირებული შოკოლადის 49%-ი რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზე კი უკრაინაა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 7,680.94 ტონა,
  • უკრაინა - 2,604.43 ტონა,
  • თურქეთი - 1,942.99 ტონა,
  • პოლონეთი - 1,442.30 ტონა,
  • ბელგია - 1,015.31 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში შოკოლადის იმპორტი მზარდია. თუმცა შოკოლადის იმპორტის კუთხით რეკორდული 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 21,307.45 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 77,827.55 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები