დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს

29-10-2024 18:00:00

ქვეყანაში  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს მზარდი სტატისტიკა აქვს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 1,173,150.80 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი იყიდა, რაშიც 982,358.50 ათასი დოლარი გადაიხადა. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, იმპორტი ერთ წელიწადში 15%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ სულ 1,023,027.07 ტონა ნავთობპროდუქტი იყიდა.

საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 45%-ი რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზე კი ბულგარეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო  ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს:

  • რუსეთი - 527,987.29 ტონა,
  • ბულგარეთი - 135,886.48 ტონა,
  • რუმინეთი - 129,686.42 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 95,647.88 ტონა,
  • თურქეთი - 50,163.48 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები