2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა, 2023 წელს კი საექსპორტო ბაზრებზე 205,188,589.52 ლიტრი წყალი გაიგზავნა.
ქართული წყლებისთვის ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რუსეთი მიიჩნევა, მეორე ადგილზე კი ყაზახეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს:
რუსეთი - 141,373,476.82 ლიტრი;
ყაზახეთი - 38,874,646.16 ლიტრი;
უკრაინა - 24,116,772.50 ლიტრი;
ლიეტუვა - 12,645,896.34 ლიტრი;
უზბეკეთი - 9,506,856.66 ლიტრი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 257,505,778.12 ლიტრი წყალი გაიტანა.
უახლესი
1 საათის წინ
2024 წელს აშშ-ში ექსპორტი 45%-ითა გაიზარდა5 საათის წინ
აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა