დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 3 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს

TOP 3 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს

19-12-2024 11:10:00

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 010.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 2 588.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (510.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (385.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (253.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 316.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 212.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები