დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 პროდუქტი, რომელიც საქართველომ გერმანიაში იყიდა

TOP-10 პროდუქტი, რომელიც საქართველომ გერმანიაში იყიდა

16-11-2023 14:00:28

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გერმანიიდან იმპორტი 54%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ გერმანიიდან 685,472.08 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 444,698.21 ათასი დოლარის. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების სტატისტიკით გერმანიდან იმპორტი მზარდია და წლიურ ჭრილში იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ გერმანიისგან 664,282.95 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, თუმცა მიმდინარე მაჩვენებლებს თუ გავაანალიზებთ 2022 წლიურ მაჩვენებლებს 2023 წლის 9 თვის მაჩვენებლები უკვე აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიიდან იმპორტი 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებლებზე იქნება.

2023 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით, გერმანიიდან საქართველოში იმპორტში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც იმპორტის 34%-ი მოდის. 2023 წელს საქართველომ გერმანიიდან 230,300.86 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილები იყიდა.

TOP-10 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს: (ღირებულების მიხედვით)

  • მსუბუქი ავტომობილები - 230,300.86 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 39,102.39 ათასი დოლარი,
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 32,391.36 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 29,890.05 ათასი დოლარი,
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 17,736.35 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11,293.09 ათასი დოლარი,
  •  ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 9,771.39 ათასი დოლარი,
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 9,426.31 ათასი დოლარი,
  •  მოწყობილობები გრუნტის ან სხვა მინერალური წიაღისეულის დახარისხების, დაქუცმაცებისათვის - 8,474.74 ათასი დოლარი,
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 8,157.50 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები