დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს

TOP-10 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს

27-05-2024 12:10:00

2024 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 10%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-არილში საქართველომ ექსპორტზე 1,763,187.58 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,961,973.53 ათასი დოლარის.

ირკვევა, რომ ღირებულებით ნაწილში საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი, 33%-იანი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მეორე ადგილზეა ღვინო, მთლიანი ექსპორტის 7%-ა. 

TOP-10 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 576,638.82 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 126,548.07 ათასი დოლარი,
  • ფეროშენადნობები - 82,392.86 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი - 79,561.14 ათასი დოლარი,
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 50,900.34 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 45,837.05 ათასი დოლარი,
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 45,447.22 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 36,948.90 ათასი დოლარი,
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 35,782.84 ათასი დოლარი,
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 31,435.38 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აპრილში, 3 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები