საქართველოში ბრუნვის მიხედვით სამშებენლო სექტორის კომპანიები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- 10 სამშენებლო კომპანია გამოიკვეთა:
ვინ არიან მფლობელები:
შპს დაგი - 2004 წელს დაფუძნდა. მესაკუთრეები არიან გოგი გულორდავა 75%, თამარ ჩხეტია 25%;
შპს New Road - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ფლობს დავით ჟღენტი;
გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო - 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიას ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო, 9152000021441520K /ჩინეთი/, 24.12.1990
შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში - დაფუძნდა 2019 წელს. მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება China Railway Tunnel Group Co., Ltd., 91410300171075680N /ჩინეთი/, 20.10.1984.
შპს ფერი -დაფუძნდა 1996 წელს. მფლობელები იოსებ მჭედლიშვილი - 96% კახაბერ შევარდნაძე - 4%;
შპს ორბი ჯგუფი ბათუმი -დაფუძნდა 2015 წელს, დირექტორი - ირაკლი კვერღელიძე, 100%-ის მესაკუთრე ზაზა ზოიძე;
შპს ანაგი -დაფუძნდა 1995 წელს, მესაკუთრე ნანა აროშიძე 100%, წილის მმართველი ზაზა გოგოტიშვილი;
შპს ბკ ქონსთრაქშენი -დაფუძნდა 2017 წელს, მფლობელები ირაკლი ბურდილაძე 50%; შოთა ბერეკაშვილი, 50% ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/
ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი -დაფუძნდა 2019 წელს.მლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია, 911100007109338178 /ჩინეთი/
შპს BD Property - დაფუძნდა 2010 წელს, კომპანიის 100%-ს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Asatiani Holdings (Cyprus) Limited, HE 375567 /კვიპროსი/
უახლესი
11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა11 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო