დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გაყიდა

TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გაყიდა

22-02-2024 16:00:00

Business Insider Georgia-ს საქსსტატმა მიაწოდა ინფოერმაცია, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოდან ყველაზე მეტი მინერალური წყალი გაყიდა. 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს წყალი მარგებელი
  • შპს აქვა გეო
  • შპს გბ ლოჯისტიკი
  • შპს ემჯიპი ტრეიდ აიენსი
  • შპს ვოთერლენდი
  • შპს ლოადს
  • შპს საირმე მინერალ ვოთერს
  • შპს წაღვერი
  • შპს ჯორჯიან მინერალ ვოთერ

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან კომპანიის მფლობელები: 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 1995 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., ( 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო) მიერ დაფუძნდა. კოპანიის დირექტორია ივანე მაჭავარიანი. 

სს წყალი მარგებელი - 2005 წელს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოებას საერთო კრება მართავს, კოომპანიის დირექტორია - გრიგოლ გოგოლაძე. 

შპს აქვა გეო - მიმდინარეობს ხელახალი რეგისტრაცია

შპს გბ ლოჯისტიკი - 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს გივი ბოსტოღანაშვილი ფლობს. 

შპს ემჯიპი ტრეიდ აიენსი - 2023 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% -ს ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ფლობს. 

შპს ვოთერლენდი - 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ს ყაზახეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა ინვესტ რითეილი ფლობს. 

შპს ლოადს - 2019 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს მალხაზი კიკაბიძე ფლობს. 

შპს საირმე მინერალ ვოთერს -  კომპანია 2003 წელს დაფუძნდაიაკოვ გვიჩია, საქართველო, /რუსეთის ფედერაცია/ 92% ; გია გვიჩია, /სენტკიტსი და ნევისი/ 4% ხათუნა გვიჩია, RE0035368 /სენტ-კიტსი და ნევისი/ 4%

შპს წაღვერი - 1995 წელს დაფუძნდა. გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/  50% სერგეი კაციევ,  /რუსეთის ფედერაცია/ 50%. 

შპს ჯორჯიან მინერალ ვოთერ - 2019 წელს დაფუძნდა. 100% -ს გოჩა ცერცვაძე /რუსეთის ფედერაცია/ ფლოობს. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები