Business Insder Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში $2,6 მილიონის ღირებულების 425,976.4 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
ცნობილია 10 კომპანია, რომელთაც აშშ-ში 2023 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქვეყნიდან 126,030.68 ათასი დოლარის ღირებულების 43,382,808.81 ლიტრი ღვინო გავიდა.
ეს იმ ფონზე, როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 34,063,323.5 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 101,662,064.17 ტონა ღვინო გავიდა.
გასულ წელს 2021 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 26%-ი შეადგინა. ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 30%-ი რუსეთზე მოდის. სწორედ რუსეთია დღეს ქართული ღვინის პირველი საექსპორტო ბაზარი.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია