დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა,  განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე - ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე - ვახტანგ ბუცხრიკიძე

12-08-2024 14:45:00

„მოხარულები ვართ რომ FMO-სა და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა მორიგი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და მოზიდული საგარანტიო რესურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე, რომლებსაც დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მეტი გამოწვევა აქვთ. ამ გზით, გავაძლიერებთ მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შევუწყობთ ქვეყნის მდგრად განვითარებას", - ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. 

თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის  ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის  გაზრდის გზით.

აღნიშნული საგარანტიო რესურსი, თიბისის, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები