დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

22-03-2024 12:58:00

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“.

პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, რომლებიც შეისწავლიან და გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებით:

  • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა
  • ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება
  • მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT App Inventor
  • ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება
  • ინფორმაციული უსაფრთხოება განათლებაში.

 

ტრენინგების სერია აპრილიდან დაიწყება და ჯამში 12 ონლაინ შეხვედრას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ  ჩატარდება ფინალური კონფერენცია და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/xGR3VD5yrY

პროექტის პარტნიორები არიან: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია - „Teachers Lab“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Techdro“.

თიბისისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით თიბისი მასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან მიმართულებებში.


მსგავსი სიახლეები