თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 2 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე, UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, ჩარიცხვის, პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge სთავაზობს მათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები. UK Bridge-ის წარმომადგენლები ადგილზე გაგიწევენ უფასო კონსულტაციას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, შეგარჩევინებენ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
თიბისი კონცეპტში მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:
გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 2 მარტის 12:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/
გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-დან 10%-მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე