თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისთვის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველ ეტაპზე მრვალსექტორული კვლევები ჩატარდა. გაწეული სამუშაოების ანგარიში საპროექტო ჯგუფმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.
კვლევის შედეგების პრეზენტაციისას მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით საპროექტო კომპანია დასაგეგმარებელი არეალის განვითარების ხედვას შეიმუშავებს.
დასაგეგმარებელი არეალი ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.
სივრცითი მოწყობა ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.
უახლესი
13 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა