თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა დაიწყო. პირველ ეტაპზე წინასაპროექტო კვლევის სამუშაოები ჩატარდა. სპეციალისტებმა ფიზიკური გარემო შეისწავლეს და დოკუმენტური მასალები მოიძიეს. დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა ერთიან მონაცემთა ბაზა. ელექტრონული ინფორმაციის მართვის სისტემაში სრული მახასიათებლებით არის ინტეგრირებული მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და ტოპოგრაფიული რუკა. სისტემატიზებული ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობასა და დაინტერესებულ მხარეებს ქალაქგეგმარებით, არქიტექტურულ, ეკონომიკურ, საინჟინრო და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
საპროექტო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში ქალაქთმშენებლები, გეოლოგები, ასევე, კომუნიკაციების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სპეციალისტები შედიან, ჩატარებულ სამუშაოებზე პრეზენტაცია წარადგინა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილეს და სპეციალისტებს რეკომენდაციები გაუზიარეს. უკუკავშირზე დაყრდნობით სამუშაო ჯგუფი წინასაპროექტო კვლევის საბოლოო ვერსიას მოამზადებს და მომდევნო - ხედვის ეტაპს დაამუშავებს.
სივრცითი დაგეგმარება მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.
უახლესი
4 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა