დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თელავის აეროპორტი საშუალებას მოგვცემს, რომ ტურისტი ბათუმიდან თელავში 40-50 წუთში მოხვდეს - ირაკლი ქარქაშაძე

თელავის აეროპორტი საშუალებას მოგვცემს, რომ ტურისტი ბათუმიდან თელავში 40-50 წუთში მოხვდეს - ირაკლი ქარქაშაძე

27-01-2025 17:00:00

შიდა ფრენები გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თელავის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მალე შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება.

„ჩვენ წელს დაგეგმილი გაქვს თელავის აეროპორტის აქტიურ ფაზაში გადაყვანა და უახლოეს მომავალში მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ ტენდერს. ასევე, დავასრულეთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უკვე სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ. ეს პროექტები განაპირობა სწორედ იმ მზარდმა მოთხოვნამ, რომელიც გვაქვს შიდა ფრენების მიმართულებით. უფრო მეტი სერვისის შეთავაზება, აეროპორტების მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებში მოყვანა, მათ შორის ადგილობრივი აეროპორტების და გამტარუნარიანობის გაზრდა. დღეს, რომ ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად ლიმიტირებული ფრენების რაოდენობა და ვიცით, რომ გამოწვევა, მოთხოვნა ძალიან დიდია, სწორედ იქიდან გამომდინარეა, რომ მესტიის აეროპორტი ძალიან მცირე ზომისაა და საჭიროებს გაფართოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს ფრენები გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი და უფრო მეტი მიმართულება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს, რომელთაც შიდა გადაადგილებისთვის აქვთ გეგმა და თელავის აეროპორტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითქმის ყველა აეროპორტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ და შიდა ფრენებზე კიდევ უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ.

ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს, რომ ბათუმიდან თელავში სულ რაღაც 40-50 წუთში, რაც საკმაოდ დიდ დროს დაზოგავს და ჩვენს ტურისტებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო დიდი სიამოვნება მიიღონ იმ ტურისტული ინფრასტრუქტურიდან და ზოგადად ჩვენი ქვეყნიდან, რასაც ტურისტული პოტენციალი ჰქვია.

გეგმები ნამდვილად ამბიციური გაქვს, მიზნებიც გაქვს, კონკრეტული ნაბიჯებიც გაქვს განსაზღვრული და სტრატეგია გაქვს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც 2024 წელს დავდეთ“, - აღნიშნა ქარქაშაძემ

 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები