დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

„თეგეტა“, „სქილვილი“ და „ჩართე“ გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

22-03-2024 18:35:00

„თეგეტა ჰოლდინგი“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის  თავად აირჩიონ სასურველი კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.

 

 

ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ  „სქილვილის“ მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე დაანონსდა, რომელიც სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. ღონისძიებას კერძო, სახელმწიფო სექტორისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები