დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმის 96.2% შეადგინა

თებერვალში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა გეგმის 96.2% შეადგინა

07-03-2025 15:00:00

2025 წლის თებერვალში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,845 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 96.2%-იან შესრულებას გულისხმობს. ფინანსთა სამინისტროს მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იანვარში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 4.6 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 12.6 პროცენტით.

ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 281.2 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფითი -90.8 მლნ ლარით. 2025 წლის იანვარში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 6.4 და 2.2 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები