დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში, ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი გაიზარდა - APM Terminals Poti

თებერვალში, ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი გაიზარდა - APM Terminals Poti

10-03-2024 02:28:00

თებერვალში იანვართან შედარებით ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი 0,5%-ითაა გაზრდილი.

APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში პორტში 42,820 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წინა წლის თებერვალთან შედარებით 16.5%-იანი ზრდაა, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით ზრდა 63%-ის დონეზეა. 

იანვარ-თებერვლის მონაცემებით APM Terminals Poti-ს მიერ 85,408 TEU კონტეინერი დამუშავდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში APM Terminals Poti-ს მიერ 71,799 TEU კონტეინერი იყო დამუშავებული.

2024 წლის თებერვალში დამუშავდა 6,997 ავტომობილი (Cars Stripped), მაჩვენებელი წლიურად 23%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით ზრდა 89%-ია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, APM Terminals Poti-ს მიერ 2023 წლის თებერვალში 5,698 ავტომობილი დამუშავდა, 2022 წლის თებერვალში კი 3,707 ავტომანქანა. 2024 წლის 2 თვის მაჩვენებლებით კი დამუშავებული ავტომანქანების სტატისტიკა არის 13,127 ერთეული, 2023 წლის იანვარ-თებევრალში კი 11,143 ერთეული, ზრდა 18%-ია.

გაზრდილია ასევე საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მ 2024 წლის თებერვალში 20%-ით მეტი საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო ზრდა 2022 წლის თებერვალთან 50%-ია.

არსებული მაჩვენებლებით, მიმდინარე წლის თებერვალში პორტმა 24 საკონტეინერო გემი მიიღო, 2023 წლის თებერვალში - 20, ხოლო 2022 წლის თებერვალში კი 16 საკონტეინერი გემი. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით APM Terminals Poti-ს მიერ მიღებულია სულ 50 საკონტეინერი გემი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 25%-ია. 2023 წლის იანვარ-თებევრალში APM Terminals Poti-მ სულ 40 საკონტეინერო გემი მიიღო.

რაც შეეხება ნაყარი ტვირთის (General Cargo) მოცულობას 2024 წლის თებერვალში, წლიურ ჭრილში  72,5%-იანი კლება ფიქსირდება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები