დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

14-03-2025 13:44:00

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარედ არსებული გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ განათავსებენ უკანონოდ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ სივრცეებში და ისარგებლონ ჩვენი ახალი ხელსაყრელი მომსახურებით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებგვერდზე და შეავსოთ მონაცემები. მაქსიმუმ ხუთ კუბურ მეტრ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენგანათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

 

აღნიშნული მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:

<1 ³ - 9 ლარი

1-3 ³ - 69 ლარი

3-5 ³ - 149 ლარი

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები