დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე 158 ლოკაციაზეა გამოყოფილი

თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე 158 ლოკაციაზეა გამოყოფილი

24-02-2025 17:00:00

დღეის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულია 158 სპეციალური პარკირების ადგილი დისტრიბუციის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განუცხადეს. 

როგორც სააგენტოში განმარტავენ პროცესი გრძელდება. 

„გრძელდება ახალი ადგილების შერჩევა, სადაც უნდა მოეწყოს დისტრიბუციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები.

სააგენტოსთვის მომართვის შემდეგ, ინდივიდუალურად ხდება ადგილზე საკითხის შესწავლა და დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ წარედგინება დედაქალაქის მთავრობას დასამტკიცებლად“, - აცხადებენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფის შესახებ განცხადება თბილისის მერმა 2022 წლის ნოემბერში გააკეთა. როგორც მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრებოდა.

"დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი და ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ავტომობილების მოძრაობა არ შეაფერხონ", -  განაცხადა მაშინ კალაძემ.

ცნობისთვის, სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფა თავის დროზე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ მოითხოვა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, დედაქალაქში, პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა სადისტრიბუციო ავტომობილებსაც ეხებათ. შეზღუდვა 8-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე მოქმედებს. თუმცა შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები