თბილისსა და ბაქოს შორის სამატარებლო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს.
კომპანიის ცნობით, ასევე შეთანხმების ეტაპზეა შესაბამის უწყებებს შორის ტექნიკური საკითხები, რომლის დასრულების შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს შვეიცარიის კომპანია „შტადლერის“ მატარებელი მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-პანდემიის შემდეგ სახმელეთო საზღვარი დაკეტილია და ქვეყნებს შორის სამგზავრო მიმოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით ხდება.
უახლესი
46 წუთის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს