დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა

23-02-2024 16:54:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად, გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა.

შესრულებულ სამუშაოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გივი დავითაშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, გაფართოვდება გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი, ასევე მოეწყობა სწრაფი დერეფანი, ე.წ Fast Track, რაც სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებსაშუალებას მისცემს, საჭიროპროცედურები რიგში დრომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ.

„უახლოეს მომავალში დაემტება მე-13 სასაზღვრო ჯიხური, რომელიც სწრაფი დერეფნის - ე.წ Fast Track-ის მგზავრებს მოემსახურება. სწრაფი გასასვლელი სიახლეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რაც დამატებით კომფორტი იქნება მგზავრებისთვის. პროექტში 2 მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. გვაქვს სამომავლო გეგმები, ვაგრძელებთ პროექტებს და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოფრენის ტერმინალის გაფართოებას“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

 

 

ტავ ჯორჯიას” შესახებ

ტავ ჯორჯიაADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო დამოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციისშედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავროტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაშიმრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად,ტავ ჯორჯიასაქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები