თბილისის გარეუბნების დატვირთულობა და მოთხოვნა ცალსახად გაიზარდა, იმიტომ, რომ ცენტრალური უბნები დეფიციტურია და ვაკანტური მიწის ნაკვეთი აღარ არის, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.
ორთოიძის თქმით, 2024 წლის მონაცემებით განხორციელებული ტრანსაქციების მიხედვით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადი სამგორი და დიღომია.
„ბოლო წლების ტენდენციაა, რომ გარეუბნებზე გაზრდილია მოთხოვნა. თუ პრემიუმ კლასს ავიღებთ, რომელზეც მოთხოვნა 2021-2022 წლებში შედარებით გაიზარდა, იმიტომ, რომ მიგრანტის ეფექტმა მოახდინა გავლენა, მაგრამ ამ ნაწილში გასულ წელთან შედარებით შემცირება არის, ვიდრე საშუალო და ეკონომ კლასში, რომელიც უფრო გარეუბნებია“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
არაერთი კვლევის მიხედვით უძრავ ქონებაზე მიმდინარე წელს 2023 წელთან შედარებით შემცირებულია, რადგანაც მიგრანტების ეფექტის მილევის შემდეგ ბაზარმა ჩვეულ რიტმში დაიწყო მოძრაობა და პიკურ წლებთან შედარებით კლება სახეზეა.
როგორც აღნიშნულ თემაზე „არსის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ბაზარზე ნორმალური ტრანზაქციებია.
„როდესაც მოთხოვნის შემცირებას ვამბობთ იგივე გასულ წელთან შედარებით შემცირდა, რადგანაც 2023 წელს მოთხოვნა არანორმალურად იყო გაზრდილი. ეს ზრდა არ მომხდარა ბუნებრივად და ამ ზრდას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა. შესაბამისად, როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს ვადარებთ შემცირება არის, თუმცა ზოგადად ისეთ პერიოდს თუ შევადარებთ, როცა სხვადასხვა ფაქტორები ბაზარზე გავლენას არ ახდენდა, მოთხოვნა დამაკმაყოფილებელია. ყველა კვლევით, რომ შევხედოთ ბაზარზე ნორმალური ტრანზაქციებია, საკმაოდ სტაბილური და კარგი მოთხოვნა გაქვს. თუმცა გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციები შემცირებულია, თუმცა საერთო მოცულობა გაზრდილია, რადგანაც ფასები გაიზარდა“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
უახლესი