დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი წელს მესამედ იმართება

თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი წელს მესამედ იმართება

06-03-2024 18:02:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა დაკულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალისორგანიზატორებს და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს საკრებულოში შეხვდნენ.

 

ფესტივალი  თბილისის მერიის დაფინანსებით და საკრებულოს განათლებისა და კულტურისკომისიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი  მიზნად ისახავს თბილისის ბავშვთა ფოლკლორულიგუნდების (კერძო და არასახელმწიფო დაფინანსების მქონე) მოტივაციის გაზრდას, გააქტიურებას და მათ ხელშეწყობას. თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე არიან.

 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ხელოვნების მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, რომელთაღვაწლიც განსაკუთრებულია ქართული კულტურის  განვითარებაში.

 

გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზატორებსწარმატება უსურვეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ საკრებულოს კომპეტენციისფარგლებში.

 

ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და განათლებისა და კულტურისკომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს ფესტივალის გეგმებზე, დაწესებულ ნომინაციებსადა ჟიურის შემადგენლობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სპეციალურად ფესტივალისთვისაქტიურად იმუშავებს სოციალური პლატფორმები. პროექტი ჩაიწერება აუდიო-ვიდეო მატარებლებზედა იქნება პირდაპირი ეთერები სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საუკეთესოგუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტიკურობისნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელიანსამბლი.

 

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად მზარდია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

 

„ახალგაზრდა თაობას უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ხალხური სიმღერის, საგალობლების პოპულარიზაციასა და ჩვენი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის საკრებულო და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქმეს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას და კულტურის  პოპულარიზაციას ემსახურება“,  -  განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

 

2024 წელს თბილისის ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები: „შოდა“, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ანსამბლი „მარულა“, „იბერია“, რევაზ შანიძის ქართულიტრადიციული მუსიკის სტუდია, ანსამბლი „ფშავრობი“, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი“,ანსამბლი „მეიდანი“, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოსეპარქიასთან არსებულ კულტურულ ცენტრ „ჰაიარტუნის“ მედუდუკეთა ანსამბლი, ანსამბლი „იაკამი“ და მეექვსე საავტორო სკოლის ანსამბლი.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები