Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით.
„აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ. შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“,- ნათქვამია კომანიის მიმოხილვაში.
უბნების მიხედვით, 2024 წლის 8 თვეში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე, დიდ დიღომში, სამგორსა და დიდუბეში გაიყიდა.
.რაც შეეხევა ფასებს, ყევალზე ძვირი უძრავი ქონება კვლავ მთაწმინდაზეა. მეორეა სიძვრით ვაკე, შემდეგ ჩუღურეთი, კრწანისი და დიდუბე.
უახლესი