კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი Facebook-ზე თბილისში ურბანული კატასტროფის მიზეზებსა და გამოსავალზე წერს.
„თბილისი ურბანული კატასტროფის და სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დგას. ასე თუ გაგრძელდა უახლოეს ხანში იგი საცხოვრებლად უვარგის ქალაქად იქცევა. ამ ყველაფრის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გახლავთ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა ნორმებისა და სტანდარტების უგულვებელყოფით გაცემული ნებართვების შედეგად განხორცილებული მშენებლობები. მეგობრებო, ყოფილო თუ ახლანდელო ქალაქის თავებო, საკრებულოს წევრებო, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებო (რა თქმა უნდა ყველად არ ეხება), იქნებ დღეს საღამოს სახლში რომ მიხვალთ, ჩაიხედოთ ღრმად გულში და გაანალიზოთ, თუ რა დღეში ჩააგდეთ ეს ქალაქი.
რას ეუბნებით თქვენს და ჩვენს შვილებს?! რა ქალაქს უტოვებთ მათ?! ქალაქს, რომლის არაბებისგან გამოხსნას დავით აღმაშენებელმა მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა, ამ საქმეს კი ათასობით ქართველი შეეწირა და ამ სისხლით მოტანილ შედეგს ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად ბოლოს ვუღებთ.
ამაში თითოეულ თბილისელს მიგვიძღვის პასიური როლი, რადგან ჩუმად ვუყურებთ ამ ყველაფერს. პატრიოტიზმი არ არის სადღეგრძელოს სმა და გულში მჯიღის ცემა. პატრიოტიზმი პირველ რიგში ქვეყნის საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვა გახლავთ. ხო ისე, არც ბიზნესის კეთებაა კაი ყმობა საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე. თუ ამას არ გავითავისებთ არაფერი გვეშველება.
იმისთვის, რომ გადავარჩინოთ თბილისი განადგურებას, საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:
1) გამოცხადდეს მორატორიუმი კორპუსების და დიდი კომერციული შენობა-ნაგებობების მშენებლობებზე ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე
2) შეიქმნას ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკოპლექტებული კომისია, რომელიც 1 წლის ვადაში შეიმუშავებს თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას
3) დასრულდეს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა (სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით ეს იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ინ წლებში გაჩნდა)
4) ძველი რკინიგზის ადგილზე მოეწყოს გამჭოლი ცენტრალური მაგისტრალი
5) ამ მაგისტრალის მოწყობამდე შეჩერდეს ცენტრალური გამზირების და ქუჩების კაპიტალური რემონტი. როდესაც დამტკიცდება თბილისის გენელალური გეგმა (იგი ასევე უნდა მოიცავდეს საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას) უნდა შეიქმნას ქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ქსელების განვითარების დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკი და მხოლიდ მის მიხედვით უნდა განხორციელდეს საგზაო ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა.
პარალელურად უნდა შემუშავდეს ქვეყნის დეცენტრალიზაციის გეგმა. მხოლოდ თბილისი აღარ უნდა მიიჩნეოდეს საცხოვრებლად პრესტიჟულ ქალაქად და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრად. ქუთაისი, ფოთი, ანაკლია-ზუგდიდი, გორი, თელავი, რუსთავი, ახალციხე - ეს ის ქალაქებია, რომელთაც აქვთ სრული პოტენციალი მოკლე დროში გადაიქცნენ ნამდვილ ევროპულ ქალაქებად, სადაც ყველა ის სიკეთე იქნება რაც თბილისიშია და შეიძლება გაცილებით უფრო კომფორტული გახდეს ამ ქალაქებში ცხოვრება ვიდრე თბილისსა თუ ბათუმში.
ვეცადე მოკლედ გადმომეცა ჩემი გულისტკივილი და ხედვა. აბა ბედნიერი, საცობებისგან თავისუფალი დღე მინდა გისურვოთ ყველას და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი„- წერს თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში.
უახლესი
5 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს6 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის