„თბილისი დრაი პორტი“ The Black Sea Platform - ის წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი დრაი პორტი“ ავრცელებს.
„სასიხარულოა, რომ თბილისი „დრაი პორტი“ შეუერთდა The Black Sea Platform – ინიციატივას, რომელიც აერთიანებს პორტებს, ლოგისტიკურ ჰაბებს და სატრანსპორტო სექტორის მონაწილეებს შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის ეფექტურობისა და კავშირების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვემზადებით 2025 წლის აპრილში ოპერაციების დაწყებისთვის, და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს როლს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში. წინ საინტერესო შესაძლებლობები გველოდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
1 დღის წინ
აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - Carpeteria