დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - Carpeteria

აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - Carpeteria

01-03-2025 15:39:00

კომპანია აქტიურად მუშაობს ექსპორტზე. სამომავლო გეგმებში შედის იტალიასა და ლონდონში პატარა კაფსულა კოლექციების გატანა.

"ძირითადად, ჩვენი ბაზარი მაინც ადგილობრივია, თუმცა ექსპორტზეც აქტიურად  ვმუშაობთ. ვცდილობთ,  რომ პატარა ბუტიკ მაღაზიებთან იტალიასა და ლონდონში კაფუსლა კოლექციები გავიტანოთ.  გარდა ამისა, ეხლა გვექნება კოლაბორაცია ,,გუდაური ლოჯთანაც". იქაც უნდა გვქონდეს ჩვენი კოლექციის მათ ბუტიკ მაღაზიაში კოლაბორაცია“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.

„Carpeteria · კარპეტერია“, ხშირად  ატარებს ვორქშოფებს, რასაც საკმაოდ პოზიტიური და დადებითი გამოხმაურებები ახლავს თან.  სწორედ ამიტომ, კომპანია სამომავლოდ გეგმავს მსგავსი აქტივობების დაანონსებას.

ვორქშოფების კუთხით, ძალიან პოზიტიურად დავიწყეთ თბილისის მერიასთან თანამშრომლობა. მათთან გვქონდა უფასო ვორქშოფების სერია. 30 ადამიანი გადავამზადეთ. მათგან ორი  ადამიანი  სტაჟირებას იწყებს ჩვენთან.  კარგი ინიციატივა იყო ჩვენი მხრიდანაც და თბილისის მერიაც მხარში დაგვიდგა. ამ პროექტის საშუალებით, ყველა მსურველს და ადამიანს, ვისაც ინტერესი ჰქონდა ამ სფეროს, ხელოვნებისა  და თავიანთი ბიზნესის დაწყების მიმართ, მიეცათ შესაძლებლობა, რომ  ჩვენთან გაევლოთ უფასოდ  მასტერკლასები, ვორქშოფები. გაცნობოდნენ ჩვენი პატარა ბიზნესის წამოწყების საფუძველებს, დეტალბს თუ როგორ შეეძლოთ მასალების გამოყენება, წარმოების ტექნიკებს, შემდეგ ბაზარზე გასვლის ინსაიდებსაც. პატარა ექპსრესს, საბაზისო კურსები ჩავატარეთ და  კარგი უკუკავშირიც მივიღეთ მონაწილეებისგან. მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. მოკლედ, სურვილი გვაქვს რომ წელსაც გავაკეთოთ მსგავსი ტიპის ვორქშოფი იმიტომ რომ, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ნაწილშიც რომ  წვლილი გვაქვს ძალიან გვახარებს და ამ მხრივ პასუხისმგებლობა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.  სხვა კუთხით, ვცდილობთ მსგავსი ვოქრშოფების დაანონსებას და სხვა მხარდამჭერებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. დიდი იმედი გვაქვს რომ გვექნება მსგავსი  პოზიტიური გავლენის მქონე სერიის დაანონსების საშუალება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები