დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TBC უზბეკეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

TBC უზბეკეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

30-12-2024 14:00:00

TBC უზბეკეთმა, ქვეყნის უმსხვილესმა ციფრულმა ბანკმა, ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რომლის მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. აღნიშნული სიახლე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს TBC UZ-ის ზრდის შთამბეჭდავ ტემპს და მის როლს ქვეყნის ფინანსური სექტორში. ამასთან, ადასტურებს ინვესტორების ნდობას ციფრული ბანკის ზრდის სტრატეგიისა და ბაზარზე მისი პოზიციების მიმართ.

„ობლიგაციების აღნიშნული გამოშვება ადასტურებს ინვესტორების მტკიცე ნდობას TBC  უზბეკეთის შედეგების, ინოვაციური ხედვისა და ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ  ჩვენი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას და უზბეკეთის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას, რაც ჩვენი სტრატეგიის ბირთვია“, - განაცხადა უზბეკეთში თიბისი ჯგუფის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ქურდიანმა.

ამ ტრანზაქციის წარმატებით შესრულება განპირობებული იყო TBC Capital-ის და Avesta Investment Group-ის ერთობლივი ძალისხმევით, რომელთა გამოცდილებამ კაპიტალის ბაზრებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ობლიგაციების გამოშვებაში. 

ობლიგაციების გამოშვების გარდა, 2024 წელი იყო რეკორდული წელი TBC UZ-ისთვის, $75 მილიონი ახალი კაპიტალის დაფინანსებით და $105 მილიონი საბითუმო დაფინანსებით უზრუნველყოფილი. ამ სახსრებმა გააძლიერა ბანკის სასესხო პორტფელი და მოახდინა მისი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება მისი სწრაფი ზრდის მხარდასაჭერად.’’

TBC Bank Group PLC-ის შესახებ

თიბისი ბანკის ჯგუფის მისიაა, გაუადვილოს ადამიანების ცხოვრება საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის ციფრული ფინანსური სერვისების მიწოდებით. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თიბისი ჯორჯია, შვილობილი კომპანიებით, ფინანსური მომსახურების წამყვანი ჯგუფია საქართველოში, რომლის საერთო საბაზრო წილი შეადგენს კლიენტთა სესხების 38.7%-ს და კლიენტთა დეპოზიტების 38.4%-ს 2024 წლის 30 სექტემბრისთვის. 

თიბისი უზბეკეთის შესახებ

თიბისი უზბეკეთი არის წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა ცენტრალურ აზიაში და ლონდონის თიბისი ბანკის ჯგუფის ნაწილი.

თიბისი უზბეკეთი აერთიანებს უზბეკეთში მოქმედ სამ მაღალგანვითარებულ ფინტექს ბიზნესს: TBC UZ, მხოლოდ მობილური ბანკი; Payme, ციფრული გადახდების აპლიკაცია ფიზიკური და მცირე ბიზნესისთვის; და Payme Nasiya (Payme Instalments), სწრაფად მზარდი განვადებით საკრედიტო ბიზნესი.

თიბისი უზბეკეთმა მომგებიანობას მიაღწია გაშვებიდან 2 წლის შემდეგ - მოგების რეკორდული დრო გლობალურ ციფრულ ბანკებს შორის და მას შემდეგ თავისი მომხმარებელთა ბაზა 17 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებლამდე გაზარდა. 9M24-ში კომპანიამ დააფიქსირა 27 მილიონი აშშ დოლარის წმინდა მოგება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები