თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზებს, დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო გამოავლენს. ამის შესახებ ცვლილებები კანონმდებლობაში 2022 წლის ნოემბერში შევიდა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.
კერძოდ, ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს:
ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;
ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;
გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;
დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;
შეგახსენებთ, რომ მანამდე თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციების შეგროვებისა და მონიტორინგის ფუნქციას საჯარო სამსახურს ბიურ https://declaration.gov.ge/ ასრულებდა.
საქართველოში ყოველწლიურად ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, დეპუტატებს, სამინისტროების დეპარტამენტების უფროსებსა და მოადგილეებს, საკრებულოს წევრებს, მარეგულირებელი კომისიების თანამდებობის პირებს.
ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას კანონი ავლდებულებს ასევე სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში მყოფ პირებს.
ამასთან, სექტემბრიდან პოლიტიკურმა პარტიებმა, ანტიკორუფციულ ბიუროს შემოსავლებსა და ხარჯებზე ინფორმაცია უნდა წარუდგინონ.
ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
უწყება ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა და საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში სამი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე.
უახლესი