ზაფხულის სეზონს პოზიტიურად ვაფასებთ, სასტუმროსა და კოტეჯების დატვირთულობამ 80% შეადგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რატი ტოკლიკიშვილმა განუცხადა.
„100% იყო დატვირთული რესტორნის ტერასა. გვსტუმრობდნენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომელთა ვიზიტებმაც 40%. ამ ზაფხულს უცხო ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა გაიზარდა. გვსტუმრობდნენ ჩინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - ამბობს რატი ტოკლიკიშვილი.
რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, როგორც სასტუმროს დამფუძნებელი და მფლობელი ამბობს, სექტემბერი მნიშვნელოვნად იყო დატვირთული, ხოლო ოქტომბრიდან ძირითადი დატვირთვა და წინასწარი ჯავშნები შაბათ-კვირას ფიქსირდება.
„გვაქვს ორი კოტეჯი და სასტუმროს 7 ნომერი, სადაც აივანზე ჯაკუზია. განსხვავებული სერვისია, რაც ხალხს იზიდავს. ასევე ღია ბარი წყალზე - 11 მაგიდაა წყალზე. მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები და კარგი მასპინძლობა“, - ამბობს რატი ტოკლიკიშვილი.
„ვილაჯიო მირზაანი რეზორტის“ ტერიტორიაზე პირველი სივრცე ორი წლის წინ გაიხსნა. სასტუმროსა და კოტეჯებში ორი სტუმრის განთავსების ფასი საუზმით 200-დან 300-ლარამდეა.
უახლესი