იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა. ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან. სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველას ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და და ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს სააკაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს.
უახლესი