დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნოემბრის სტატისტიკა პოზიტიურობისკენ შეიცვლება და თხილი ისევ დაბრუნდება საექსპორტო ათეულში - ასოციაცია

ნოემბრის სტატისტიკა პოზიტიურობისკენ შეიცვლება და თხილი ისევ დაბრუნდება საექსპორტო ათეულში - ასოციაცია

06-11-2023 14:00:35

ნოემბრის სტატისტიკა პოზიტიურობისკენ შეიცვლება და თხილი ისევ დაბრუნდება საექსპორტო ათეულში - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქარდავამ განუცხადა.

მისი თქმით, თხილმა საექსპორტო ათეული ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ფონზე დატოვა. 

„თხლის სეზონი ცოტა გვიან დაიწყო. კრეფა აგვისტო-სექტემბერში მიმდინარეობდა. გაურკვევლობა იყო ბაზარზე და მყიდველებსა და გამყიდველებს შორის აქტიური ვაჭრობა არ მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ოქტომბერ-ნოემბრის სტატისტიკა პოზიტიურობისკენ შეიცვლება და თხილი ისევ დაბრუნდება საექსპორტო ათეულში“, - ამბობს ლევან ქარდავა.

მისი თქმით, ფასები ადგილობრივ ბაზარზე გატეხავ თხილზე ხარისხის მიხედვით 3-დან 7,5 -ლარამდე მერყეობს, ხოლო საერთაშორისო ბაზარს რაც შეეხება იქ ქართული თხილი უფრო ნაკლებ ფასში იყიდება, ვიდრე თურქული.

„რადგან ხარისხის გამო გვიწვევს უფრო დაბალი ფასის შეთავაზება, ამ ფონზე ქართული თხილის ფასი კონკურენტუნარიანია და რეალიზაცია არასდროს არ გვიჭირს. პირიქით, დეფიციტი სულ გვაქვს თხილში და დღეს არსებული გადამამუშავებელ საწარმოებსა და ექსპორტიორებს შეუძლიათ ორჯერ მეტი მოსავლის დამუშავებაც და გაყიდვაც ისე, რომ არანაირი ნაშთი სეზონზე არ დარჩეს“, - ამბობს თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში თხილი საექსპორტო პროდუქტების ათეულს მიღმა აღმოჩნდა. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოდან $52.3 მილიონი დოლარის ღირებულების 11.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით $7.6 მილიონით, ანუ 13%-ით ნაკლებია.

ამასთან, სახელმწიფომ თხილის პროგრამის ფარგლებში ₾20.9 მილიონი დახარჯა. 3 ჰექტრამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. 

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, წარმოება კაკლოვან კულტურებში წარმოება 2022 წელს ჯამურად 16,572 მილიონ კილოგრამს შეადგენს. 

თურქეთი აწარმოებს - 1,387 მილიონ კილოგრამს, ევროკავშირი -1,189 მლნ/კგ, უკრაინა - 116 მლნ/კგ, აზერბაიჯანი - 88 მლნ/კგ, საქართველო - 55 მლნ/კგ, რუსეთი - 22 მლნ/კგ, სომხეთი - 5 მლნ/კგ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები