აშშ-ში დაფუძნებული Starbucks Corp.-მა, რომელიც მსოფლიოში ყავის მაღაზიების უმსხვილეს ქსელს ფლობს, 2023 ფისკალური წლის მესამე კვარტალში შემოსავლების და წმინდა მოგების ზრდა აჩვენა და ეს ძირითადად ჩინეთში გაყიდვების აღდგენის წყალობით მოხდა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი შემოსავალი კვარტალში, რომელიც დასრულდა 2 ივლისს, გაიზარდა 12,5%-ით და შეადგინა 9,17 მლრდ აშშ დოლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 8,15 მლრდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი უარესი იყო, ვიდრე FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი - 9,29 მლრდ დოლარი.
საანგარიშო პერიოდი წმინდა შემოსავალმა 1,14 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 0,99 აშშ დოლარი თითო აქციაზე.
საანგარიშო პერიოდი დაზუსტებული მოგება აქციაზე 1 დოლარი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ის 0,84 დოლარს შეადგენდა.
გაყიდვების 11%-იანი პროგნოზის ფონზე გაყიდვებმა 10%-იანი ზრდა აჩვენა.
გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში გაიზარდა 7%-ით, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 24%-ით, მათ შორის ჩინეთში 46%-იანი ნახტომით ხანგრძლივი ლოკდაუნის შემდეგ.
მესამე ფინანსურ კვარტალში მსოფლიოში Starbucks-ის ყავის მაღაზიების რაოდენობა გაიზარდა 588-ით და 37222 სავაჭრო ობიექტს მიაღწია, მათ შორის 16144 ყავის მაღაზია აშშ-ში, ხოლო 6480 ჩინეთში მდებარეობს.
ცნობილია, რომ Starbucks-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა დივიდენდი 53 ცენტის ოდენობით ერთ აქციაზე, რომელთა გადახდებიც 25 აგვისტოდან დაიწყება. აქციონერთა რეესტრის დახურვა 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.
უახლესი