სტამბულის საფონდო ბირჟამ 7 დღიანი პაუზის შემდეგ დღეს მუშაობა განაახლა.
„დღეს ბირჟამ მუშაობა განაახლა. ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს", - განუცხადა მედიის სტამბულის საფონდო ბირჟის წარმომადგენელმა.
სტამბულის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობამ 8 თებერვალს გამოაცხადა, რომ დამანგრეველი მიწისძვრის გამო ვაჭრობას აჩერებს. ასევე 8 თებერვალს განხორციელებული ყველა ტრანზაქცია გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, დილის ვაჭრობის გახსნის შემდეგ, ბირჟის ძირითადი ინდექსი (BIST100) 5%-ზე მეტით დაეცა და ტრეიდერებს შორის გადაჭარბებული არასტაბილურობისა და პანიკისგან დასაცავად ვაჭრობის ავტომატური შეჩერების სისტემა ამოქმედდა.
სისტემამ მეორედ შეწყვიტა ვაჭრობა, მას შემდეგ როდესაც ინდექსი 7%-ზე მეტით დაეცა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.
უახლესი
26 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის