„მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ მისია აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს სსფ-ს მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე და ქმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. ფაქტია, და ამას მისიაც აღიარებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი და ჯანსაღია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის განვითარებისთვის. ასოციაციას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს" - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს.
უახლესი
13 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა