სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას სომეხი და ქართველი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“, - წერს ფაშინიანი ქართულად სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცეს.
უახლესი