დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

08-02-2024 11:35:00

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები