SKA პრაღაში ფილიალს ხსნის. მომხმარებლები SKA-ს პროდუქტების დაგემოვნებას 2024 წლის ზაფხულიდან უკვე პრაღაშიც შეძლებენ.
,,SKA Prague - გვინდა გაცნობოთ, რომ 2024 წლის ზაფხულიდან პრაღაში შევხვდებით, სკას პირველი ფილიალი ევროპაში", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ქართული ჯუს ბარი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.
„სკას მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი,“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე.
მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი