პრაღაში ქართული ჯუს ბარი SKA-ს პირველი ფილიალი გაიხსნა.
მომხმარებლებს SKA-ს პროდუქტების დაგემოვნება უკვე პრაღაშიც შეუძლიათ.
„სასიამოვნო სიახლე, ჩვენ ახლახანს გავაღეთ ჩვენი კარი ევროპის გულში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ქართული ჯუს ბარი SKA საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.
„პირველი დღიდან ჩვენი მიზანია, ქართველი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი, ნატურალური და ინოვაციური პროდუქტის და გამოცდილების შეთავაზება. ამ გზას ვაგრძელებთ, ახლა უკვე საქართველოს გარეთაც და არ ვჩერდებით, რომ ადგილობრივი მომხმარებელი მუდმივად გავაკვირვოთ და ვასიამოვნოთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
„SKA-ს მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი,“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე.
მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა