სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, - იტყობინება თბილისის მერია.
"გაცნობებთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი
8 წამის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა1 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება2 საათის წინ
ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს3 საათის წინ
ერთ წელიწადში ავიაბილეთები 23%-ით გაძვირდა