ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ქვეყანაში, აგრძელებს ინოვაციური და ალტერნატიული პროექტების დანერგვას ბანკის ბიზნეს მიმართულების გასაძლიერებლად. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, დაინერგა B2B Connect პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Visa-ს რეპუტაციასა და გამოცდილებაზე. მისი საშუალებით, ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლებისთვის განხორციელდება საერთაშორისო გადარიცხვები უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური გზით.
ბაზისბანკის გლობალური ტრანზაქციებისა და საკორესპოდენტო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუცკა ცინცაძე ბანკში დანერგილ ახალ პლატფორმაზე დეტალურად გვესაუბრება.
მოგვიყევით, რას გულისხმობს Visa B2B Connect პლატფორმა?
Visa B2B Connect პლატფორმა არის საერთაშორისო საბარათე სისტემა Visa-ს სრულიად განსხვავებული პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ბიზნეს შინაარსის საერთაშორისო გადარიცხვები. იგი არ უკავშირდება საბარათე ოპერაციებს და მოიცავს საბანკო ანგარიშებს შორის გადარიცხვებს.
სისტემა დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიაზე და ითვალისწინებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, მოქნილ და გამჭვირვალე გადარიცხვის პროცესს. მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის ფართო დაფარვის ქსელი, რადგან მოიცავს გლობალური ვაჭრობის ყველა წამყვან კორიდორს, ვალუტას და ფარავს 100-ზე მეტ ქვეყანას.
რას სთავაზობს ბაზისბანკი ბიზნეს მომხმარებლებს Visa B2B Connect-ზე?
Visa B2B Connect თავისი სტრუქტურით ინოვაციური სისტემაა. ბაზისბანკმა 2023 წლიდან დაიწყო ამ სისტემის დანერგვაზე მუშაობა. შედეგად, დღეს მისი საშუალებით, ბაზისბანკის ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლებს, კონკრეტულად კი იურიდიულ და ინდ. მეწარმე ფიზიკურ პირებს, შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ ბიზნეს შინაარსის საერთაშორისო გადარიცხვები.
რაში დაეხმარება ბიზნესს ახალი შეთავაზება?
Visa B2B Connect დანერგვით ბაზისბანკის ბიზნეს სეგმენტს ექნება შესაძლებლობა კიდევ ერთი ალტერნატიული არხი ჰქონდეს საერთაშორისო გადარიცხვების სწრაფად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მათ ვაჭრობას საერთაშორისო ბაზრებზე. მოგეხსნებათ, სწრაფი და დროული ანგარიშსწორება პარტნიორებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესში.
როგორია ახალი სერვისით სარგებლობის პირობები?
Visa B2B Connect ბაზისბანკში ხელმისაწვდომია ოთხ ძირითად ვალუტებში USD, EUR, GBP და CHF. ასევეშესაძლებელია, როგორც სტანდარტული ხარჯის ტიპით (ე.წ. SHA), ისე გარანტირებული (ე.წ. OUR) ტარიფით გადარიცხვის შესრულება.
ახალი პლატფორმის დანერგვით ბაზისბანკს არ შეუცვლია მიდგომები გადარიცხვის ტარიფებთან მიმართებაში. ასევე, არ შეცვლილა გადარიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტები და პროცედურები.
ბიზნესის რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ახალი შეთავაზება?
შეთავაზება გათვლილია იურიდიულ და ინდ მეწარმე პირებზე. იურიდიულ პირებში მოიაზრება ყველა სეგმენტი, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
როგორია ბაზისბანკის სტრატეგია ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებით?
ჩვენი მიზანია, გავაფართოვოთ საკორესპოდენტო ბანკების ქსელი, გადარიცხვის არხები და ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვადასხვა ვალუტის კორიდორები, რაც ერთიანობაში ხელს შეუწყობს და გააფართოვებს ბიზნეს კლიენტების საქმიანობას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბაზისბანკი ასევე წარმოადგენს ჩინური ვალუტის CNY –ის ანგარიშსწორების Cross-Border Interbank Payment System (CIPS) საკლირინგო სისტემის მონაწილეს, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს იუანის გადარიცხვები სწრაფად და მოკლე გზით შეასრულონ.
უახლესი